Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Facebook: ქართული ყალბი გვერდები 2019 წლის სექტემბერში აღმოვაჩინეთ 


Facebook რადიო თავისუფლებასთან კომუნიკაციაში აცხადებს, რომ ქართული წარმოშობის “კოორდინირებული არაავთენტური ქცევის” ქსელის აქტივობა 2019 წლის სექტემბერში აღმოაჩინეს.

სოციალური ქსელის წარმომადგენელი არ პასუხობს კითხვას, კონკრეტულად როგორ დადგინდა კავშირი ყალბ გვერდებსა და სარეკლამო სააგენტო - “პანდასა” და მმართველ პარტია - “ქართულ ოცნებას” შორის. ფეისბუკის განცხადებით, ქსელის გამოსავლენად მათ ერთობლივად გამოიყენეს საკუთარი ტექნოლოგიები და გამოძიება.

“ჩვენ ვაკვირდებით სხვადასხვა ნიშანს, ტექნოლოგიებისა და საგამოძიებო დანაყოფის ერთობლივი მუშაობით. ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ქსელის უკან მდგომი ადამიანები საკუთარი იდენტობისა და კოორდინაციის დამალვას ცდილობდნენ, ჩვენმა გამოძიებამ მათი აქტივობა “პანდასა” და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას დაუკავშირა”.

ფეისბუკი, სტანდარტული პოლიტიკის გამო, არ ამხელს წაშლილი გვერდებისა თუ ანგარიშების სრულ ჩამონათვალს, თუმცა განმარტავს, რომ მომავალშიც გამოავლენს არაკეთილსინდისიერ მოთამაშეებს (bad actors).

XS
SM
MD
LG