Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით ჯარს განათავსებს ბაღდადში აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო გამოსვლის შემდეგ


აშშ დაუყოვნებლივ განათავსებს დამატებით 750 სამხედროს ახლო აღმოსავლეთში და კიდევ მეტს მომავალ დღეებში მას მერე, რაც ერაყის დედაქალაქ ბაღდადში პროირანულმა დემონსტრანტებმა აშშ-ის საელჩოზე მიიტანეს იერიში.

„განთავსება არის შესაბამისი და გამაფრთხილებელი ქმედება აშშ-ის პერსონალის და ობიექტებისთვის შექმნილი იმგვარი მზარდი საფრთხის საპასუხოდ, როგორის მოწმეც გავხდით ბაღდადში დღეს, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა.

აშშ დაიცავს თავის ხალხს ლა ინტერესებს ყველგან მსოფლიოში, დასძინა ესპერმა.

დემონსტრანტებმა იერიში მიიტანეს აშშ-ის საელჩოზე ბაღდადში 31 დეკემბერს, რათა დაეგმოთ აშშ-ის საჰაერო იერიში ორი დღით ადრე, როცა მოკლულ იქნა ირანის მხარდაჭერით მოქმედი დაჯგუფების 25 წევრი. საპროტესტო აქციის დაშლის მიზნით ერაყის უშიშროების ძალებმა და ობიექტის დაცვის სამსახურმა ცრემლმდენი გაზი და გამაყრუებელი ყუმბარები გამოიყენეს. როიტერსის თანახმად, გასამხედროებული რაზმის 12 წევრი დაშავდა საელჩოს ინციდენტის დროს, რაშიც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანი დაადანაშაულა. „ირანს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მოკლულების, ან ზარალის გამო ჩვენს ნებისმიერ ობიექტზე, დაწერა ტვიტერში ტრამპმა ახალი წლის ღამეს. “მათ ეს ძალიან ძვირი დაუჯდებათ, ბედნიერი ახალი წელი!“ - დასძინა ტრამპმა.

მუქარის მიუხედავად ტრამპმა მოგვიანებით ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ სურს და არ მოელის ომს ირანთან.

ბაღდადში აშშ-ის საელჩოსთან ათასობით ერაყელმა მოიყარა თავი აშშ-ის საჰაერო იერიშის დასაგმობად 31 დეკემბერს. 29 დეკემბერს განხორციელებული ამ ოპერაციის დროს დაჯგუფება „ქათაებ ჰიზბულას“ 25 წევრი დაიღუპა. აშშ-მა განაცხადა, რომ მან „წერტილოვანი თავდაცვითი დარტყმები“ განახორციელა ხუთი სამიზნის წინააღმდეგ. სამხედრო ოპერაცია პასუხი იყო „ქათაებ ჰიზბულას“ მიერ 27 დეკემბერს განხორციელებულ იერიშზე ერაყის სამხედრო ბაზის წინააღმდეგ, რომელშიც აშშ-ის ჯარები იმყოფებოდნენ. „ქათაებ ჰიზბულა“ ამ თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG