Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

31 დეკემბერს და 1 იანვრს საქართველოში პიროტექნიკით დაზიანების 81 შემთხვევა დაფიქსირდა


Новогодишни огномети
Новогодишни огномети

31 დეკემბრისა და 1 იანვრის მონაცემებით, რეგიონებსა და თბილისში დაფიქსირდა პიროტექნიკით დაზიანების 81 შემთხვევა. მათ შორის 33 რეგიონებში, 48 კი თბილისში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 51 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

სამინისტროს ცნობით, რეგიონებში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა 16 პირი მიიყვანეს ჰოსპიტალში, თბილისში კი 35 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG