Accessibility links

ათენში გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, რომელიც ბინას ძარცვავდა


საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ამბელოკიპის უბანში თანამზრახველთან ერთად სცადა ბინის გაძარცვა. გაქცევისას მან სასიკვდილო ტრავმები მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, შემთხვევა მოხდა 31 დეკემბერს:

„ბერძნული მხარის შეტყობინებით, ათენში, ამბელოკიპის უბანში, ორი მოქალაქე ძარცვავდა ბინას, რა დროსაც მეზობლებმა შენიშნეს და გამოიძახეს პოლიცია.

გაქცევის მცდელობისას საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქეა სცადა შუშის კარის გატეხვა, რის შედეგადაც მიიღო მძიმე დაზიანებები. ის გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, თუმცა მძიმე დაზიანების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. სამინისტროს თანახმად, დაწყებულია გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების პროცედურები.

ბინის ძარცვაში მონაწილე მეორე პირი დაკავებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG