Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადის ჩრდილოეთში თავდასხმა მოხდა პროირანულ გასამხედროებულ დაჯგუფებაზე


ერაყის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმის დროს დარტყმა მიაყენეს ორ ავტომანქანას, რომლებიც ეკუთვნოდა პროირანულ გასამხედროებულ დაჯგუფება შიიტურ "ჰაშდ შააბის".

ცნობით, თავდასხმისას მოკლულია ხუთი, ხოლო მძიმედ დაშავდა სამი პირი.

AFP-ს მოჰყავს პოლიციის წყაროს სიტყვები, რომ თავდასხმის შედეგად არიან დახოცილები და დაჭრილები.

ცნობა დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ. აშშ-ის არმიის წარმომადგენლობას ცნობის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

შეტევა განხორციელდა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის საჰაერო თავდასხმისისას მოკლეს ირანის ელიტარული სამხედრო ნაწილის, „ყუდსის ძალების“ სარდალი ყასემ სოლეიმანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG