Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო: ერაყში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ერაყში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი კონცენტრირებულია ერაყის ჩრდილოეთში, ქურთისტანის რეგიონში, ქალაქებში დუჰუკში, ერბილსა და სულეიმანიაში:

„​მოქალაქეთა ინფორმაციით, ვითარება აღნიშნულ პროვინციაში მშვიდია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ“, - აცხადებს სამინისტრო.

ერაყის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, იორდანიაში საქართველოს საელჩოში 24-საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს: +962 797 299 799.

ერაყში სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც აშშ-მა საჰაერო თავდასხმისას მოკლა ირანის გავლენიანი მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი, ელიტარული „ყუდსის ძალების“ სარდალი ყასემ სოლეიმანი.

XS
SM
MD
LG