Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ირანის შესაძლო კიბერ თავდასხმების თაობაზე გაფრთხილებას ავრცელებს


აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების უწყებამ გამოაქვეყნა ბიულეტენი ტერორიზმის საკითხებში სახელმწიფო რჩევების შესახებ და მასში გამოთქვა გაფრთხილება, რომ აშშ-ის მიერ ირანელ გენერალზე დრონით თავდასხმის და მისი მოკვლის შემდეგ ირანმა შეიძლება განახორციელოს კიბერ თავდასხმები.

„ირანს ძლიერი კიბერ პროგრამა აქვს და შეუძლია იერიში მიიტანოს აშშ-ის წინააღმდეგ“, წერია 4 იანვრის ბიულეტენში.

აშშ ემზადება ირანის მხრიდან სამაგიერო ზომებისთვის, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს 3 იანვარს ირანის მხარდაჭერით მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფების კოლონაზე თავდასხმას, რომლის დროსაც მოკლეს ყასემ სოლეიმანი, ირანის ელიტარული „ყუდსის ძალების“ სარდალი. „ყუდსის ძალები“ ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის ნაწილია და ტერორისტულ ორგანიზაციების სიაშია შეტანილი აშშ-ში.

ბიულეტენში ასევე წაიკითხავთ, რომ „ირანის ხელმძღვანელობამ და მასთან დაკავშირებულმა ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა საჯაროდ გამოაცხადეს, რომ აშშ-ს სამაგიეროს გადაუხდიან“. აშშ-ს არ აქვს კონკრეტული საფრთხის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ წარსული ინციდენტების დროს ხდებოდა თვალთვალი და დაგეგმვა ინფრასტრუქტურებზე, ასევე აშშ-ში დაფუძნებულ სხვა სამიზნეებზე კიბერ თავდასხმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG