Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი 11 იანვარს მოსკოვს ეწვევა პუტინის მიწვევით


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ვლადიმირ პუტინის მიწვევით 11 იანვარს ჩავა მოსკოვში, სადაც ორი ქვეყნის ლიდერები იმსჯელებენ ახლო აღმოსავლეთის მზარდ კრიზისზე, რაც კიდევ უფრო გააღრმავა ირანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გენერლის, ყასემ სოლეიმანის სიკვდილმა. ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სპეცდანაყოფის მეთაური 3 იანვარს აშშ-ის საჰაერო დარტყმის შედეგად იქნა მოკლული ბაღდადის აეროპორტის მახლობლად.


კრემლის თანახმად, ანგელა მერკელი და ვლადიმირ პუტინი იმსჯელებენ ასევე სირიის, ლიბიისა და უკრაინის გარშემო.

გერმანიის კანცლერის მოსალოდნელი ვიზიტი მოსკოვში დაადასტურა ასევე გერმანულმა მხარემ. ანგელა მერკელის პრესმდივნის, შტეფან ზაიბერტის თანახმად, „რუსეთი არის მნიშვნელოვანი მოთამაშე საერთაშორისო არენაზე და, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, იგი შეუცვლელია, როცა საქმე მსოფლიოში კონფლიქტების მოგვარებას ეხება“.

მოსკოვში ვიზიტის დროს ანგელა მერკელთან ერთად დელეგაციაში იქნება ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი.


გერმანია და რუსეთი, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, ცდილობენ გადაარჩინონ ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს მიღწეული საერთაშორისო შეთანხმება მას შემდეგ, რაც ის 2018 წელს აშშ-მა დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG