Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3 წლის ბავშვმა 6 წლის ძმა იარაღიდან შემთხვევით გასროლით მოკლა


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, თამაშის დროს იარაღს ხელი მისმა 3 წლის ძმამ გამოკრა.

ჯერჯერობით უცნობია, ვის ეკუთვნოდა იარაღი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, დეტალები დგინდება, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG