ალილო თბილისში - შობის დღესასწაულის განუყოფელი რიტუალი
საშობაო ალილოს ტრადიცია არც წელს დარღვეულა - უკვე ოცი წელია, რაც საქართველოში ეს უძველესი ტრადიცია აღდგა და ყოველი წლის 7 იანვარს, როცა მართლმადიდებელი სამყაროს ერთი ნაწილი შობას აღნიშნავს, ასობით ადამიანი საშობაო წირვის შემდეგ მსვლელობაში მონაწილეობს. წელსაც ალილომ სტარტი რესპუბლიკის მოედნიდან აიღო და თეატრალიზებული მსვლელობა სამების ტაძრისაკენ გაემართა, გზადაგზა გროვდებოდა შესაწირი, რომელიც მოგვიანებით გაჭირვებულ ადამიანებს ურიგდება. ძველი ტრადიციის მიხედვით, ალილოზე ქრისტეს მახარობლები მთელი ღამის განმავლობაში დადიოდნენ და რომელ ოჯახშიც დაათენდებოდათ, იქ აგრძელებდნენ ლხინს. შეგროვილ სანოვაგეს კი ქვრივ-ობლებს ურიგებდნენ.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"