Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: ჭიათურაში გარდაცვლილ ქალს დაუდგენელი ეტიოლოგიის ვირუსი ჰქონდა


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ჭიათურაში გარდაცვლილ 30 წლის ქალს, წინასწარი კლინიკური დიაგნოზით, დაუდგენელი ეტიოლოგიის ვირუსული ინფექცია ჰქონდა.

„სამწუხაროდ, ვერ მოესწრო ვერც სინჯის აღება და არ არის ვირუსოლოგიური კვლევები ჩატარებული. თუმცა გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, ადგილი ჰქონდა მაღალ ცხელებას, დროულად იქნა სასწრაფო გამოძახებული და შემდგომ გადაყვანილი კლინიკაში, მაგრამ განვითარდა სწრაფი ელვისებური ფორმა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ მოკვლევა გრძელდება და ამის საფუძველზე გაეცემა პასუხი კითხვას, იკვეთება თუ არა მომხდარში სასწრაფო დახმარების ბრალეულობა. „მას გაეწია დახმარება როგორც ბინაზე, შემდეგ მეორე გამოძახებაზე გადაყვანილი იყო“, - აღნიშნა მან.

30 წლის ქალი ჭიათურის საავადმყოფოში სავარაუდო გრიპის ვირუსით 7 იანვარს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. სტაციონარში შეყვანიდან საათ-ნახევარში ქალი გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG