Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურორი მურად წურწუმიას საქმეზე ვახტანგ ბურძენიძის დაკავების საკითხს განმარტავს


24 წლის მურად წურწუმიას საქმეზე მეორე პირის, ვახტანგ ბურძენიძის დაკავების გარემოებები განმარტა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.

როგორც ბრალმდებელი ამბობს, გამოძიება შსს-მ 3 იანვარს დაიწყო და პირველი ბრალდებულის დაკავებამდე 60-მდე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება არის ჩატარებული. მისი თქმით, 5 იანვარს იყო მოცემულობაა, რომლის საფუძველზეც სპეცრაზმელი ზურაბ ფოფხაძე დააკავეს.

„ამის შემდეგ დამატებითი მტკიცებულებები იქნა მოპოვებული, რაც მთავარია, დაიკითხა დაზარალებული, გარდაცვლილის ძმა. ის 8 იანვარს გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში. ვნახეთ არაერთი განმარტება, რომ თითქოს საგამოძიებო ორგანო არ ცდილობს ოჯახთან დაკავშირებას. ჩვენ კარგად ვითვალისწინებთ ოჯახის წევრების მძიმე მდგომარეობას, ამიტომ არ ვცდილობთ, რომ შევაწუხოთ ისინი. დღევანდელი მოცემულობით ძმამ შეძლო და გამოცხადდა ჩვენთან, მოგვაწოდა ინფორმაცია და ამის შემდგომ გადაწყდა ბრალდებულის დაკავება“, - აღნიშნავს პროკურორი.

როგორც დავით გუმბერიძე ამბობს, საქმეზე არის ბევრი სხვა ფაქტობრივი გარემოება.

პროკურატურა ვახტანგ ბურძენიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს უახლოეს ხანში მიმართავს.

მურად წურწუმიას საქმეზე მეორე ბრალდებული 8 იანვარს დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად).

პროკურატურის ცნობით, თბილისში 2 იანვარს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე 6 იანვარს დააკავეს შსს-ს მოქმედი თანამშრომელი ზურაბ ფოფხაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG