Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე ავიაკატასტროფის გამო გარდაცვლილთა ოჯახებსა და პრეზიდენტ ზელენსკის უსამძიმრებს


საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„მინდა გამოვხატო ჩვენი გულისტკივილი ა.წ. 8 იანვარს თეირანში უკრაინის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, ვუსამძიმრებ უკრაინის პრეზიდენტს და ასევე იმ ქვეყნის ხელისუფალთ, რომელთა მოქალაქეებიც ბორტზე იმყოფებოდნენ", - წერს პატრიარქი.

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" სამგზავრო „ბოინგი 737,“ რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, 8 იანვარს ჩამოვარდა თეირანის აეროპორტის მახლობლად. თვითმფრინავში 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ უკრაინის, ირანის, ავღანეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და შვედეთის მოქალაქეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG