Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენლთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რათა ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება შეუზღუდონ


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, როგორც მოსალოდნელი იყო, 9 იანვარს მიიღო იურიდიული ძალის არმქონე რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუზღუდავს უფლებამოსილებას, სამხედრო ქმედება დაიწყოს ირანის წინააღმდეგ.

რეზოლუციას მიემხრო 224 კონგრესმენი, ხოლო 194 წინააღმდეგი იყო.

ბევრი კონგრესმენი იყო უკმაყოფილო თეთრი სახლის განმარტებით ირანელი გენერლის, „ყუდსის ძალების“ სარდლის, ყასემ სოლეიმანის მიზნობრივი მოკვლის თაობაზე.

სამი რესპუბლიკელი მიემხრო რეზოლუციას, რვა დემოკრატი იყო წინააღმდეგი.

რეზოლუციის ინიციატორი იყო ელისა სლოტკინი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, CIA-ის, ყოფილი ანალიტიკოსი და პენტაგონის თანამშრომელი, რომელიც ერაყში მსახურობდა.

ტექსტის თანახმად, ომის უფლებამოსილების რეზოლუცია მიუთითებს ტრამპს, არ გამოიყენოს აშშ-ის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მოქმედების დასაწყებად ირანში ან მის წინააღმდეგ.

ის მოითხოვს პრეზიდენტისგან, ითათბიროს კონგრესთან „ყველა შესაძლო ინსტანციაში“, სანამ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებას დაიწყებდეს. ირანის წინააღმდეგ იარაღი უნდა გამოიყენონ მხოლოდ მაშინ, თუ მას ომს კონგრესი გამოუცხადებს.

კენჭისყრამდე რამდენიმე ხნით ადრე, პალატის თავმჯდომარემ, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ „კონგრესის წევრები სერიოზულად და განსაკუთრებულად არან შეშფოთებული ადმინისტრაციის გადაწყვეტილების - საბრძოლო მოქმედება დაიწყოს ირანის წინააღმდეგ და სამომავლო ნაბიჯების სტრატეგიის არქონის გამო“.

პელოსიმ განაცხადა, რომ თუმცა რეზოლუციას არ სჭირდება ტრამპის ხელმოწერა და არ აქვს იურიდიული ძალა, ის საკმაოდ ძლიერია, რადგან აშშ-ის კონგრესის პოზიციას გამოხატავს. კენჭისყრამდე დონალდ ტრამპმა ტვიტერით იმედი გამოთქვა, რომ „წარმომადგენელთა პალატის ყველა რესპუბლიკელი წავა გადარეული ნენსი პელოსის ომის უფლებამოსილების რეზოლუციის წინააღმდეგ“.

XS
SM
MD
LG