Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბასიანთან" გამთენიისას სროლის ხმა ისმოდა


12 იანვარს, გამთენიას, სროლის ხმა გაისმა ღამის კლუბ "ბასიანთან". გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაჭრილები, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ცნობით, მომხდარის გამო ერთი პირი დააკავეს.

"ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი ფეისბუკზე საჯარო პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ "ყველაფერი კარგადაა".

"იმედი მაქვს ისევ საომარო არ გაგვიხდება მოძალადის დასჯა", წერს ნაჯა ორაშვილი.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უცნობმა მამაკაცმა სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბში არ შეუშვეს.

მიმდინარეობს გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG