Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ვიდეო კომენტარები

მედიკო მარგოშვილი სპეცოპერაციის დეტალებზე


მედიკო მარგოშვილი სპეცოპერაციის დეტალებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:04:49 0:00

„მაშინვე ესროლეს ჩემს შვილს, როცა ოთახში შევიდნენ. ჩვენ თავიდანვე ამას ვამბობდით“, - ამბობს მედიკო მარგოშვილი, თემირლან მაჩალიკაშვილის დედა. ის სპეცრაზმელების მხრიდან უკიდურესად უხეშ და ცინიკურ მოპყრობაზეც ლაპარაკობს. სპეცრაზმელების გამოკითხვის ოქმებზე დაყრდნობით, EMC ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე მიუთითებს - ოთახში მყოფი სპეცრაზმელები განმარტავენ, რომ გასროლა სპეცოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, დაახლოებით - 10 წუთის განმავლობაში მოხდა; ეზოში მყოფი სპეცრაზმელები კი ამბობენ, რომ გასროლის ხმა რამდენიმე წამში გაიგეს, ძირითადი ჯგუფის მეორე სართულზე ასვლის შემდეგ. EMC-ის პროკურატურამ 10 იანვარს ის საიდუმლო მასალები მიაწოდა, რომელზეც მას უარს ორი წლის განმავლობაში ეუბნებოდნენ. ორგანიზაცია ამ ფაქტს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში დაწყებულ განხილვას უკავშირებს.

XS
SM
MD
LG