Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო


ოკუპირებულ აფხაზეთში დაიწყო რუსული სამხედრო ბაზის მოტომსროლელი ქვედანაყოფების საჰაერო-მობილური ჯგუფების სწავლება.

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, წვრთნების მიზანია საჰაერო დესანტის საბრძოლო ამოცანების დამუშავება. რუსი სამხედროების სწავლება წებელდისა და ნაგვალოუს პოლიგონებზე მიმდინარეობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, წვრთნების მიზანია საჰაერო-მობილური ჯგუფების მომზადება შორ მანძილზე მყოფი მოწინააღმდეგის გასანადგურებლად. სწავლებაში ათასამდე რუსი სამხედრო მონაწილეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG