Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2019 წელს საქართველოს აეროპორტებით ხუთ მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა


საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, გასული 2019 წლის განმავლობაში, ქვეყნის აეროპორტები საერთო ჯამში 5 209 505 მგზავრს მოემსახურა. სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელთან შედარებით, მგზავრთა ნაკადი 3.5%-ით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 27.63%-ითაა გაზრდილი.

2019 წელს მგზავრთა ნაკადი გაიზარდა ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში, ხოლო თბილისის აეროპორტში შემცირდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 692 175 მგზავრს მოემსახურა, რაც 2018 წელთან შედარებით 3.06%-ით ნაკლებია და განპირობებულია საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტით.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 41.51%-ით გაიზარდა, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში - 4.22%-ით.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, 2019 წელს მესტია 8 625 მგზავრს მოემსახურა, რაც 25.77%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე. ამბროლაურის აეროპორტმა 1 966 მგზავრი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 24%-ით მეტია.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობითვე, უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხით. 2019 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 24 911. 336 ტონა შეადგინა, რაც 2.14%-ით ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებელზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG