Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-ის გამოკითხვის შედეგებით, გაზრდილია ნატოსა და ევროკავშირის მხარდამჭერთა რაოდენობა


NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი გახდეს ევროკავშირის წევრი, დადებითად გამოკითხულთა 82% პასუხობს.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგე გამოკითხულთა 10%-ია, 8%-მა კი აირჩია პასუხი "არ ვიცი".

2019 წლის ივლისის გამოკითხვასთან შედარებით, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა მაჩვენებელი 4%-ითაა გაზრდილი.

NDI-ის წინა გამოკითხვასთან შედარებით გაზრდილია ასევე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მომხრეთა მაჩვენებელი - იგი 74%-ია. 14%-ს შეადგენს იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომელთათვისაც მიუღებელია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო ნატოს წევრი გახდეს. 11%-მა კი განაცხადა, რომ არ იცის.

NDI-მ და CRRC–საქართველომ კვლევა ჩაატარეს 2019 წლის 19 ნოემბერი -13 დეკემბრის პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკვლევაში 2180 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG