Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი: კონგრესმენის წერილი მიკერძოებულია და ერთი კომპანიის ინტერესებს უკავშირდება


გია ვოლსკი
გია ვოლსკი

კონგრესმენ მარკვეინ მალინის წერილის კომენტირებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ამბობს, რომ წერილი მიკერძოებულია და კომპანია „ფრონტერას“ ინტერესებს უკავშირდება:

200 ამერიკული კომპანიაა საქართველოში რეგისტრირებული და შემთხვევა არ მახსოვს, როდესაც ბიზნესპარტნიორს ან რომელიმე კომპანიას უტევენ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის კონკრეტული კომპანია „ფრონტერა“, რომელიც 1994 წლიდან არც ბიუჯეტთან არის, მე რამდენადაც ვიცი, რაიმე კავშირში, საქართველოს ბიუჯეტთან და საუბრობს იმაზე, რომ რაღაც გარკვეული მარაგებზე, გაზის მარაგებზე მუშაობს“, - გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ „ფრონტერასთან“ კომერციული დავა საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს და გასათვალისწინებელი იქნება, როგორ დასრულდება ეს დავა.

„ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ არის მიკერძოებული და კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება“, - აღნიშნა თქვა ვოლსკიმ. მისი შეფასებით, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთ მაღალ დონეზე, როგორზეც დღესაა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, დემოკრატიული სტანდარტები რომ არა, ურთიერთობების ასეთი ხარისხი ამერიკასა და საქართველოს შორის არ იქნებოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა მარკვეინ მალინმა სოციალურ ქსელში წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას. ღია წერილში კონგრესმენი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებიდან „განგრძობადი გადახვევის“ გამო. წერილში საუბარია ასევე ქვეყანაში „პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის არსებულ გაუარესებულ ეკონომიკურ კლიმატზე“.

„ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“ საქართველოში 1997 წლიდან მუშაობს. მისი 50-პროცენტიანი წილის მფლობელია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG