Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კილაძე ომბუდსმენის ანგარიშზე: აქცენტი უნდა გადავიტანოთ რეალურ პრობლემებზე


სოფიო კილაძე მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის ანგარიში ციხეებში კრიმინალური სუბკულტურების არსებობის შესახებ, რეალურ პრობლემებს არ ეთმობა.

კილაძე - პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე - აცხადებს, რომ ​2012 წლის შემდეგ ციხეებში სისტემური პრობლემები და ხარვეზები აღმოიფხვრა.

„მე რაც მაქვს შეხება, იგივე მსჯავრდებულებთან, ბრალდებულებთან, რა ინფორმაციაც შემოდის ჩვენთან კომიტეტში, ამის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ სისტემა რეალურად მუშაობს გამართულად“, - ამბობს კილაძე და აგრძელებს: „იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მივიღე როგორც ომბუდსმენის, ისე ქალბატონი თეას მხრიდან, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სუბკულტურა ნამდვილად არ მართავს პენიტენციურ სისტემას“.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველსა და იუსტიციის მინისტრს მოუსმინეს. ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინა.

XS
SM
MD
LG