საქართველოს პარლამენტის წინ თბილისის მერია სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
"იქნება ახალი ფილები, მოწესრიგდება ფანტანები, იქნება გამწვანებითი სამუშაოები ჩატარებული", - ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე განაგრძობს: "იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე, როდესაც დავამთავრებთ სამუშაოებს".
როგორც კალაძე 22 იანვრის თბილისის მთავრობის სხდომაზე აცხადებს, რეაბილიტაციის ფარგლებში, მოწესრიგდება 9 აპრილის მემორიალი. მისივე თქმით, მერიამ რეაბილიტაციის პროექტი 2019 წლის მაისის ან ივნისის თვეში შეიძინა.
პარლამენტის წინ ტერიტორია - სადაც საპროტესტო კარვების ადგილას, საახალწლოდ, საბავშვო ატრაქციონები და საშობაო ბაზრობისთვის განკუთვნილი დახლები დადგეს - 22 იანვრის დილიდან შემოღობილია.
დაწერეთ კომენტარი