Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოში საქართველოს მიღების მოწოდებით გამოვიდა


მევლუთ ჩავუშოღლუ
მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გამოვიდა ნატოს გაფართოებისა და მასში საქართველოს მიღების მოწოდებით.

„არ მესმის, რატომ არ მოვიწვიეთ საქართველო ან არ ავამოქმედეთ საქართველოსთვის MAP-ი, რათა ის წევრი გახდეს,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე.

„ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან უკეთესი მეზობლური ურთიერთობისთვის, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ თანხმდებიან საქართველოს მოპატიჟებას, ვინაიდან არ სურთ რუსეთის პროვოცირება. მაგრამ საქართველოს ვჭირდებით ჩვენ და ჩვენ გვესაჭიროება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. ასე რომ, გვჭირდება გაფართოება და საქართველო წევრი უნდა გახდეს“, განაცხადა ჩავუშოღლუმ.

XS
SM
MD
LG