Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლომჯარია: დარღვეულია კანონი, რომელიც კრძალავს სახალხო დამცველის მიმართ თვალთვალს


სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია შეაფასა.

„პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია ჩემი შეხვედრის დეტალების შესახებ. ვფიქრობ, რომ მომხდარი არის დანაშაული სახალხო დამცველის წინააღმდეგ; დარღვეული არის ორგანული კანონის პირდაპირი მოთხოვნა, რომელიც კრძალავს სახალხო დამცველის ნებისმიერი სახის თვალთვალს და მიყურადებას პატიმრებთან შეხვედრის დროს. სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევა და ნებისმიერი ზემოქმედება არის დასჯადი. ვფიქრობ, რომ ეს არის თემა და ეს უნდა იყოს განსახილველი საკითხი“, - თქვა ნინო ლომჯარიამ „ტვ პირველის" ეთერში. მისი თქმით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი აგრძელებს სახალხო დამცველის თვალთვალს.

„არ ვიცი, რატომ დაკარგა იუსტიციის მინისტრმა სახე და რატომ სჩადის დანაშაულს“, - აღნიშნავს ომბუდსმენი.

23 იანვარს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ცნობა N9 პენიტენციურ დაწესებულებაში („მატროსოვის ციხეში“) ნინო ლომჯარიას მისვლის შესახებ. სამსახურის ინფორმაციით, ლომჯარია ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ლომჯარიამ „ტვ პირველს“ არ უთხრა, ციხეში ვის შეხვდა და მიზეზად მსჯავრდებულებისგან ამაზე ნებართვის არქონა დაასახელა.

ციხეში შესვლამდე ნინო ლომჯარიას შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 21 იანვარს პარლამენტში ისაუბრა: „თქვენს წინაშეა სახალხო დამცველი, რომელიც მესამე წელი დაიწყო, რაც ასრულებს თავის ფუნქციას. ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის“.

მინისტრის თქმით, 2018 წელს ნინო ლომჯარია სულ ოთხჯერ იყო საპატიმროში, გასულ წელს კი საერთოდ არ ყოფილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG