Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერჯერობით არ აცხადებს საგანგებო მდგომარეობას


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჯერჯერობით არ აცხადებს საერთაშორისო ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობას ჩინეთში ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით, რაც აქამდე უცნობი კორონავირუსითაა გამოწვეული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ ღებრეიესოსის თქმით, ორგანიზაციას ჯერჯერობით არ მოეპოვება საკმარისი მონაცემები საიმისოდ, რომ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. ამასთან, ორგანიზაციამ აღიარა, რომ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა საგანგებო კომიტეტში, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო მოიწვიეს. ვითარების განხილვა პარასკევს გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG