Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გერმანიას მოუგო


საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი გამარჯვებით გახსნა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მოუგო ანგარიშით 3:1.

ჯგუფში საქართველოსა და გერმანიის გარდა, გამოდიან კოსოვოსა და ავსტრიის ნაკრებები, რომლებიც დღეს ერთმანეთს შეხვდნენ და კოსოვომ იმარჯვა - 4:2.

მეორე ტურის შეხვედრები 30 იანვარს გაიმართება. ქართველი ფუტსალელები ოლიმპიური სასახლის მთავარ არენაზე 19:00 საათზე გავლენ ავსტრიასთან სათამაშოდ.

პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან ევროპირველობის მთავარ შესარჩევ ტურნირზე თამაშის უფლებას ჯგუფის უძლიერესი ნაკრები უმალ მოიპოვებს, მეორე ადგილზე გასული გუნდი კი პლეი ოფში გააგრძელებს ბრძოლას.

XS
SM
MD
LG