Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აშშ-ის ახალმა ელჩმა მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში მოინახულა ამერიკელი პოლ უილანი


პოლ უილანი
პოლ უილანი

რუსეთში აშშ-ის ახალმა ელჩმა, ჯონ სალივანმა საგამოძიებო იზოლატორ „ლეფორტოვოში“ მოინახულა ამერიკელი პოლ უილანი, რომელსაც ჯაშუშობაში ედება ბრალი. სალივანმა განაცხადა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, რუსეთის ხელისუფლება კი მას არ უზრუნველყოფს საჭირო სამედიცინო დახმარებით. უილანი 13 თვის განმავლობაშია დაკავებული, მაგრამ გამომძიებლებს ჯერაც არ წარუდგენიათ მისთვის მის საქმესთან დაკავშირებული რამე სამხილი. დიპლომატმა რუსულ მხარეს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლონ აშშ-ის მოქალაქე. პოლ უილანი 2018 წლის დეკემბერში დააპატიმრეს რუსეთის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით. ამისთვის მას 20 წლით პატიმრობა ემუქრება. უილანი არ აღიარებს დანაშაულს.

XS
SM
MD
LG