Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გერმანიის შემდეგ ავსტრიაც დაამარცხა


საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ზედიზედ მეორე თამაში მოიგო. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დღეს ავსტრიის ნაკრები დაამარცხა, ანგარიშით 9:2 და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა. ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი ქულაა. პირველ შეხვედრაში ქართველმა ფუტსალელებმა გერმანიას სძლიეს - 3:1.

1 თებერვალს გასამართ დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრები კოსოვოს დაუპირისპირდება და ფრეს შემთხვევაშიც შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით კი ვადაზე ადრე გაინაღდებს ევროპის ჩემპიონატის მთავარი შესარჩევი ტურნირის საგზურს.

XS
SM
MD
LG