Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის კორესპონდენტის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს


რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის ლვოველი კორესპონდენტის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანტონ ჰერაშჩენკოს თქმით, ეს შეიძლება ვინმეს შეკვეთით იყოს მოწყობილი.

ჰალინა ტერეშჩუკმა, რომელიც 2000 წლიდან მუშაობს რადიო თავისუფლებაში, თქვა, რომ, ეჭვი აქვს, თავდასხმა მის პროფესიულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.

„ჩვენი აზრით, ბოროტმოქმედება შეკვეთილი იყო და მის შესასრულებლად ვიღაცამ ვიღაც დაიქირავა. მისი თქმით, პოლიცია აკეთებს „ყველაფერ შესაძლებელს საიმისოდ, რომ იპოვოს როგორც ბოროტმოქმედები, ისე თავდასხმის დამკვეთები.“

ლვოვში უკრაინის პოლიციის განყოფილებაში მანამდე განაცხადეს, რომ დაწყებულია გამოძიება „ჟურნალისტის საკუთრების განზრახ განადგურების“ მუხლით.

XS
SM
MD
LG