Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატში დამატებითი მოწმეების გამოძახების საკითხის ჩავარდნა დააჩქარებს ტრამპის გამართლებას


სრულიად მოსალონდელი გახდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაჩქარებული გამართლება სენატში მიმდინარე იმპიჩმენტის საქმეზე მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა, რომელიც სავარაუდოდ მზად იყო მხარი დაეჭირა დამატებითი მოწმეების დაბარებისთვის, 30 იანვარს პოზიცია შეიცვალა.

რესპუბლიკელმა სენატორმა, ლამარ ალექსანდერმა, მრავალსაათიანი კითხვა-პასუხის შემდეგ ხუთშაბათს განაცხადა, რომ არ მიიჩნევს სავალდებულოდ მოწმეების, მათ შორის, ეროვნული უშიშროების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის, გამოძახებას.

დემოკრატებს იმედი ჰქონდათ, რომ ოთხი რესპუბლიკელი სენატორის - ლამარ ალექსანდერის, მიტ რომნის, ლიზა მურკოვსკისა და სიუზან კოლინზის მხარდაჭერით, მიიღებდნენ აუცილებელ 51 ხმას, რაც საჭიროა მოწმეების გამოძახებისათვის. მაგრამ ტენესელი სენატორის ლამარ ალექსანდერის განცხადების შემდეგ, რესპუბლიკელებს შეუძლიათ ამ ნაბიჯის დაბლოკვა და ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე მიმდინარე სამსჯავროს დასრულება მოსალოდნელი გამამართლებელი გადაწყვეტილებით.

აშშ-ის პრეზიდენტის თანმდებობიდან გადაყენებას სენატში ხმათა ორი მესამედი სჭირდება, რესპუბლიკელებს სენატში აქვთ 53 ხმა, ხოლო დემოკრატებს - მხოლოდ 47.

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატები ამბობენ, რომ ტრამპმა უკრაინას შეუჩერა 300 მილიონამდე დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება, თუ კიევი არ დაიწყებდა გამოძიებას მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის, კომპანია „ბურისმასთან“ კორუფციული კავშირების გარშემო.

დონალდ ტრამპი ამ ბრალდებას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG