Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უჰანიდან საქართველოს მოქალაქეებს დღეს თურქეთში გადააფრენენ


Georgia -- Orientalist and sinologi, Archil Kalandia. Tbilisi, undated

ჩინეთის ქალაქ უჰანში მყოფ საქართველოს სამ მოქალაქეს რამდენიმე საათში თურქეთში გადაიყვანენ, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ. მისი თქმით, უჰანში მყოფი საქართველოს მოქალაქეებიდან, ტრანსპორტირებაზე უარი მხოლოდ ერთმა თქვა. „ერთს ურჩევნია უჰანში იყოს და იქ გაატაროს კარანტინის პერიოდი, ერთს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია“, - თქვა არჩილ კალანდიამ. მანამდე მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ უჰანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება და დღის წესრიგში არ დგას ჩინეთში მცხოვრები სხვა მოქალაქეების ევაკუაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG