Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკო სოჭში პუტინს ხვდება პრობლემური საკითხების გასარკვევად


საქმიანი საუზმე სოჭში
საქმიანი საუზმე სოჭში

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები პარასკევს სოჭში ხვდებიან ერთმანეთს ორმხრივ ურთიერთობებში წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად.

სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ყურადღების ცენტრში იქნება რუსული ნავთობის ტარიფის საკითხი.

რუსეთში გამგზავრებამდე, ლუკაშენკომ დაიჩივლა, რომ გასულ თვეში მოსკოვისგან დაპირებული ნავთობის მხოლოდ მეოთხედი მიიღო.

„ამ წელს რუსეთის მთავრობა დაგვპირდა 24 მილიონი ტონა ნავთობის, ანუ თვეში 2 მილიონი ტონის, მოწოდებას. იანვარში კი მხოლოდ 500 ათასი ტონა მივიღეთ“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა მოსკოვში გამგზავრებამდე.

ამ ფონზე მინსკი ეძებს საწვავის მიწოდების ალტერნატიულ გზებს. ეს საკითხი განიხილეს გასულ კვირაში მინსკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, ისტორიული ვიზიტის დროს.

აშშ მზადაა, ბელარუსი ენერგორესურსებით უზრუნველყოს „ასი პროცენტით, კონკურენტუნარიან ფასებში“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა 1 თებერვალს მინსკში, ბელარუსის ლიდერთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

იუწყებიან, რომ პარასკევს, ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ მოლაპარაკებები დაიწყეს საუზმით, რომელზეც მარტო იმყოფებოდნენ, ერთმანეთის პირისპირ.

შეხვედრის ამ ნაწილის დასრულების შემდეგ ლუკაშენკომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „განიხილეს ბევრი ისტორიული თარიღი და მომენტი“, მათ შორის, მეზობელ სახელმწიფოებში შექმნილი ვითარება და მიდგომები.

მოგვიანებით იგეგმება რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების მორიგი შეხვედრა უკვე გაფართოებული დელეგაციების მონაწილეობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG