Accessibility links

logo-print logo-print

თეთრი სახლი „როსნეფტის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ფიქრობს


რობერტ ო’ ბრაიენი

აშშ-ში სწავლობენ სანქციების დაწესების შესაძლებლობას რუსული უმსხვილესი სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტის“ მიმართ

სააგენტო „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომნავთობკომპანია „როსნეფტის“ მიმართ სანქციების რეჟიმის ამოქმედების საფუძველს წარმოადგენს ამ კომპანიის თანამშრომლობა ვენესუელის სახელმწიფო კომპანია PDVSA-სთან და ვენესუელის ხელისუფლებასთან, რომელსაც ვაშინგტონი არალეგიტიმურად მიიჩნევს.

აშშ-ის თანაშემწემ ეროვნული უშიშროების საკითხებში, რობერტ ო’ ბრაიენმა დაადასტურა, რომ ხელისუფლება „გულდასმით სწავლობს“ შესაძლო ზომებს „როსნეფტის“ მიმართ.

მაგრამ აშშ-ის ფინანსთა სამინისტოს ზოგიერთი წარმომადგნელი შიშობს, რომ ასეთი გიგანტური კომპანიის წინააღმდეგ სანქციებს, შესაძლოა, მოყვეს ქაოსი ნავთობის მსოფლიო ბაზარზე და საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა.

აშშ-ი და მისი მოკავშირეები ვენესუელის კანონიერ პრეზიდენტად აღიარებენ ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს, რომელიც კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ამასწინანდელ ყოველწლიურ მიმართვასაც ესწრებოდა.

ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ, ნიკოლას მადუროს მხარს უჭერენ ჩინეთი, რუსეთი, კუბა და თურქეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG