Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა და ლუკაშენკამ სოჭში მოლაპარაკებისას მცირე წინსვლას მიაღწიეს


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და მისმა ბელარუსმა კოლეგამ, ალექსანდრ ლუკაშენკამ, როგორც იტყობინებიან, მიაღწიეს მცირე წინსვლას ენერგომატარებლების ფასებსა და მეტი ინტეგრაციის თაობაზე მოლაპარაკებებზე.

მათი შეხვედრა გაიმართა პუტინის რეზიდენციაში შავი ზღვისპირა ქალაქში 7 თებერვალს. შეხვედრის ფონია რუსეთის მხრიდან მზარდი ეკონომიკური ზეწოლა მინსკზე. კრემლი მოითხოვს, რომ ბელარუსი, რომელიც რუსეთის ენერგომატარებლების იაფად შეძენას ესწრაფვის, დათანხმდეს რუსეთთან მეტ ეკონომიკურ ინტეგრაციას, თუ სურს, გაზი და ნავთობი სუბსიდირებულ ფასებში მიიღოს.

პუტინსა და ლუკაშენკას სოჭის რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. პუტინის კანცელარიის უფროსის მოადგილემ, დმიტრი კოზაკმა განაცხადა, რომ ნავთობის მიწოდება ბელორუსისთვის, რაც წლის დასაწყისისთვის შეწყდა, მხოლოდ საბაზრო ფასით მოხდება.

თუმცა, მისი თქმით, მიღწეულია შეთანხმება ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ. მოსკოვიდან გაზი ბელორუსს, ამიერიდან, 2019 წლის ფასად, ათასი კუბური მეტრისთვის 127 დოლარად მიეწოდება.

ბელარუსის ოფიციალურ პირთა თანახმად, ქვეყანამ 300 მილიონი ამერიკული დოლარი დაკარგა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ნავთობის სუბსიდირება შეუწყვიტა და ფასის ზრდა დაიწყო.

XS
SM
MD
LG