Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ რომის პაპს სთხოვა დონბასში, ყირიმსა და რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელების განთავისუფლებაში თანადგომა


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპს, ფრანცისკეს მიმართა თხოვნით, დაეხმაროს რუსეთის და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების ხელში მყოფი ტყვეების განთავისუფლებაში.

ამ თხოვნის შესახებ ზელენსკიმ განცხადება გააკეთა ტვიტერის საშუალებით მას მერე, რაც შეხვდა რომის პაპს ვატიკანში 8 იანვარს. „ადამიანები ყველაფერს აკეთებენ მშვიდობისა და ჰარმონიის მისაღწევად მსოფლიოში“, წერს ზელენსკი. „მე დახმარება ვითხოვე იმ უკრაინელების განთავისუფლების საქმეში, რომლებიც დონბასში, ყირიმში და რუსეთში არიან დაკავებული“, წერს ზელენსკი.

რუსეთმა უკრაინის ტერიტორია, ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წლის მარტში დაიკავა. ერთი თვის შემდეგ ომი დაიწყო დონბასში, სადაც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებსა და უკრაინის არმიას შორის ბრძოლების შედეგად 13 ათასი ადამიანი დაიხოცა და მილიონზე მეტმა საცხოვრებელი ადგილი დატოვა.

პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ, 2019 წლის მაისში, ზელენკსი ზედამხედველობას უწევდა პატიმრების ორ გაცვლას, რუსეთსა და სეპარატისტებთან.

83 წლის პაპმა არაერთ ვითარებაში ილაპარაკა უკრაინაზე და გამოთქვა იმედი, რომეს კონფლიქტი დასრულდება. ფრანცისკემ ლოცვა აღავლინა 9 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის და ზელენსკის სამიტის ფონზე. მან უკრაინაში მშვიდობისკენ მოწოდება გამოთქვა 25 დეკემბერს, საშობაო მიმართვაში.

რომში, სადლაც ზელენსკი თავის ცოლთან, ოლენასთან ერთად ჩავიდა, გამართული შეხვედრისას დაგეგმილი იყო საუბარი ვიტალი მარკივის, უკრაინის ეროვნული გვარდიის წევრის გარშემო, რომელსაც 2019 წელს იტალიის სასამართლომ 24 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მისი როლისთვის იტალიელი ფოტოჟურნალისტის და მის თარჯიმნის სიკვდილში ბრძოლის დროს უკრაინის აღმოსავლეთში, სლოვიანსკში, 2014 წელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG