Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას გიგი უგულავას და სხვათა განაჩენზე


გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და კიდევ ოთხი პირისთვის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე.

პროკურატურა აღნიშნავს, რომ „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე მსჯავრდებული პირები უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 48 180 960 ლარის გაფლანგვაში.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი ე.წ. „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე და გ.ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (გაფლანგვა, ესე იგი პირის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში მყოფი სხვისი ნივთის დიდი ოდენობით გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი განახევრდა დასაბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა“.

„გ.უ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი განახევრდა და სასჯელის უკვე მოხდილი ნაწილის გათვალისწინებით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა“.

„დ.ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი განახევრდა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა“.

„ა.თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი განახევრდა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა“.

„დ.ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი განახევრდა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა“.

პროკურატურის თანახმად, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში თბილისის მერმა, რომელიც იმავდროულად იყო„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, „თბილისის განვითარების ფონდის“ თავმჯდომარე გ.ს-მ, მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსმა ა.თ-მ, თბილისის მერის მოადგილე დ.ა.-მ და ძველი თბილისის რაიონის გამგებელმა დ.ა.-მ შექმნეს ორგანიზებული ჯგუფი, წინასწარ შეიმუშავეს საბიუჯეტო სახსრების გასაფლანგად დანაშაულებრივი სქემა და გაინაწილეს როლები, რისთვისაც იყენებდნენ სამსახურებრივ მდგომარეობას.

გამოძიების თანახმად, „თბილისის განვითარების ფონდის“ სახსრებით მართლსაწინააღმდეგოდ დაფინანსდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანია, პარტიის ლიდერების შეხვედრები მხარდამჭერებთან, გადახდილ იქნა პარტიული აქტივის ხელფასები და მთლიანობაში, მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა საბიუჯეტო თანხა - 48 180 960 ლარის ოდენობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG