Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესმენი კინზინგერი უგულავაზე: სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი ტვიტერით ეხმაურება საქართველოში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებას და წერს, რომ სასამართლოს იარაღად გამოყენება არ შეესაბამება დემოკრატიის წესებს.

"გიგი უგულავა, ევროპული საქართველოს ლიდერი, დღეს დააპატიმრეს და 38 თვით მიუსაჯეს პატიმრობა ძველი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც მას უკვე მოხდილი აქვს სასჯელი. იმის თქმა, რომ ეს შემაშფოთებელია, საკმარისი არ იქნება. სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის" - წერს კინზინგერი.

გასულ კვირაში ადამ კინზინგერი შეხვდა ვაშინგტონში ვიზიტით მყოფ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს. მანამდე ის იყო ერთ-ერთი ხელმომწერი ორი წერილისა, რომელშიც ყურადღება გამახვილებული იყო საქართველოში დემოკრატიული პროცესის ნაკლოვანებებზე და რომლის ადრესატიც იყო საქართველოს ხელისუფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG