Accessibility links

ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნეს


მავთულხლართები სოფელ ხურვალეთთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, რუდოლფ მიხალკას გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარება და საოკუპაციო ძალის ქმედებები, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

შეხვედრა 10 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. დავით ზალკალიანმა და რუდოლფს მიხალკამ ილაპარაკეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების დღის წესრიგის საკითხებსა და ეუთოს როლზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუდოლფ მიხალკამ დავით ზალკალიანს წარუდგინა ეუთოში ალბანეთის წლევანდელი თავმჯდომარეობის პრიორიტეტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG