Accessibility links

ქაბულში სამხედრო აკადემიაზე თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა


ქაბულში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად, რომლის სამიზნე სამხედრო აკადემია იყო, ექვსი ადამიანი დაიღუპა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ნასრათ რაჰიმის თქმით, 11 თებერვალს მომხდარი თავდასხმის შედეგად დაიჭრა 12 ადამიანი, მათ შორის, ხუთი სამოქალაქო პირი. თავდაცვის სამინისტროს ცნობით კი, დაჭრილია ექვსი ადამიანი. მომხდარისთვის არცერთ ჯგუფს არ აუღია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა.

თავდასხმა მოხდა საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, მარშალ ფაჰიმის სამხედრო აკადემიის მახლობლად. თავდასხმა განხორციელდა ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 7 საათზე, როცა თანამშრომლები და კადეტები შედიოდნენ აკადემიაში. მოწმეთა თქმით, მოხდა დიდი აფეთქება, რომელსაც მოჰყვა სროლა.

აკადემიას აქამდეც რამდენჯერმე დასხმიან თავს. შარშან მაისში მასზე თავდასხმა განახორციელა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG