Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის 41-ე წლისთავს აღნიშნავენ


ათიათასობით ირანელი გამოვიდა თეირანის და სხვა ქალაქების ქუჩებში ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის 41-ე წლისთავის აღსანიშნავად.

ხალხი, რომელსაც ირანის დროშები და ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა რუჰოლა ხემეინის პორტრეტები ეჭირა, შეიკრიბა თეირანის ცენტრალურ მოედანზე, სადაც პრეზიდენტი ჰასან როჰანი გამოვიდა სიტყვით. მონაწილეებს ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით „სიკვდილი ამერიკას“ და „ჩვენ ბოლომდე გავწევთ წინააღმდეგობას“. სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა დემონსტრაციები სხვა ქალაქებში - მაშჰადში, აჰვაზსა დ აქერმანში.

11 თებერვალი არის დღე, როცა ხომეინის მომხრეებმა ჩამოაგდეს შაჰი რეზა ფეჰლევი, რომელსაც აშშ უჭერდა მხარს. ამ მოვლენით დაიწყო ირანში სასულიერო პირთა ხელისუფლება, რომელიც ოთხ ათეულ წელზე მეტს ითვლის. წლევანდელი წლისთავი ემთხვევა ურთიერთობების გამწვავებას ვაშინგტონთან, რომელიც 2018 წელს გავიდა ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმებიდან და თეირანს კვლავ დაუწესა ეკონომიკური სანქციები. თეირანმა ეტაპობრივად თქვა უარი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებზე და განაცხადა, რომ აღარ იზღუდება 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმებით. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა იანვარში გამწვავდა, როცა აშშ-მა სარაკეტო იერიშით მოკლა ირანის მაღალი რანგის სამხედრო მეთაური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG