Accessibility links

site logo site logo

დიდი ბრიტანეთის საელჩო: გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს


პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს საელჩო საქართველოში.

„ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს, როგორც პროცესის მიმართ, ასევე დროსთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს საელჩო.

განცხადებაში, ასევე ვკითხულობთ, რომ დაკავებას გავლენა აქვს საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგზე, რომლის მიზანია ქართველი ამომრჩევლის ნდობის მოპოვება.

„როგორც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი მოვუწოდებთ მხარეებს მოახდინონ განსხვავებული პოზიციების დაახლოება და გააძლიერონ დემოკრატია“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უგულავას დამნაშავედ ცნობის შემდეგ, ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის საკითხზე „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება შეწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG