Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში პოლიციამ დააკავა საპროტესო გამოსვლის 20-ზე მეტი მონაწილე


ბაქოში პოლიციამ დააკავა 20-ზე მეტი ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი კანდიდატი, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგის გამო.

შედეგების მიმართ კრიტიკა გამოთქვეს საერთაშორისო მეთვალყურეებმაც.

საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები საბნებში გახვეული ისხდნენ ცენტრალური სარჩევნო კომისიის წინ ტროტუარზე. პოლიციამ ისინი დააკავა და ყველა ავტობუსებში ჩასხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ აქცია იყო არალეგალური და მათ დაარღვიეს კანონი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, პარლამენტის 125 ადგილიდან 70 ხვდა მმართველ, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, ახალი აზერბაიჯანის პარტიას. დანარჩენი ადგილები განაწილდა პატარა პარტიებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის, რომლებიც ალიევის ხაზის მიმდევრები არიან.

საერთაშორისო მეთვალყურეებმა განაცხადეს, რომ კენჭისყრა აზერბაიჯანში წარიმართა პროცედურული დარღვევებით და მათ ეჭვი შეიტანეს კენჭისყრის სამართლიანობასა და თავისუფლებაში.

კენჭისყრის დროს ფართო დარღვევებზე ლაპარაკობს ოპოზიციაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG