Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანიდან იუწყებიან ქალის სავარაუდოდ კორონავირუსით გარდაცვალებას


ირანის სახელმწიფო გაზეთის თანახმად, თეირანში სავარაუდოდ კორონავირუსით ქალი გარდაიცვალა.

წყაროების მოყვანის გარეშე, ყოველდღიური გაზეთი IRAN-ი 12 თებერვალს იუწყება, რომ 63 წლის ირანელი ქალი სამი დღის წინ გარდაიცვალა საავადმყოფოში.

ცნობის თანახმად, ექიმები ცდილობენ მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დადგენას.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, კიანუშ ჯაჰანპურმა ცნობა უარყო და განაცხადა, რომ "ირანში კორონავირუსის შემთხვევები არ არის".

ჩინეთში ვირუსმა უკვე 1,100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დაავადების შემთხვევები 44,000-ს აჭარბებს.

მსოფლიოს გარშემო 20-ზე მეტ ქვეყანაში ვირუსის ასობით შემთხვევა აღირიცხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG