Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები გაუგრძელა


12 თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირის ელჩებმა მოიწონეს ბელარუსისთვის იარაღის ემბარგოს, ასევე ბელარუსის ოთხი მოქალაქისთვის ანგარიშების გაყინვისა და ვიზების აკრძალვის ერთი წლით გაგრძელება.

ემბარგო ყოველ წელს გრძელდება 2011 წელს მისი შემოღების შემდეგ.

2017 და 2018 წლებში უნგრეთმა დაუშვა გამონაკლისი ბიათლონის შაშხანებისა და სხვა სპორტული იარაღისთვის.

ევროკავშირმა ემბარგო, ვიზების აკრძალვა და ანგარიშების გაყინვა ბელარუსის ოთხი კომპანიისა და 174 პირისთვის, მათ შორის, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის, შემოიღო 2010 წლის დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დემონსტრანტთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.

მიიჩნევა, რომ ოთხი ადამიანი, რომლებზეც ჯერ კიდევ ვრცელდება სანქციები, გადამწყვეტ როლს თამაშობდა 1999-2000 წლებში ოთხი ბელარუსელის გაუჩინარებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG