Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფსბ-მ დაშიფრული მიმოწერის კოდები მოსთხოვა რუსეთის ათზე მეტ საინტერნეტო კომპანიას


მოსკოვში 2019 წლის აგვისტოს საპროტესტო გამოსვლებისას რუსეთის იმ საინტერნეტო სერვისების ათზე მეტზე მფლობელმა, რომლებიც ინფორმაციის გავრცელების ორგანიზატორთა რეესტრში შედიან, ფსბ-სგან მიიღო წერილები მოთხოვნით, წარმოედგინათ დაშიფრული მიმოწერის კოდები და საინფორმაციო სისტემებზე განუწყვეტელი წვდომა. ამის შესახებ გამოცემა „მედუზა“ იტყობინება.

ადრესატებს მოთხოვნები შეკვეთილი წერილების სახით დაეგზავნათ. „მედუზამ“ საფოსტო გზავნილების მარშრუტები შეისწავლა და დაადგინა, რომ ისინი, სულ მცირე, 11-მა კომპანიამ მიიღო.

რუსეთის მოქმედი კანონმდებლობით, შიფრის კოდების წარდგენაზე უარი ისჯება ერთ მილიონ რუბლამდე ჯარიმით. ამასთან, ჯარიმა არ აუქმებს კოდის წარმოდგენის აუცილებლობას. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში „როსკომნადზორმა“ შეიძლება სასამართლოს მიმართოს სერვისის დაბლოკვის თხოვნით. ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა Telegram-ი, რომელიც 2018 წლის აპრილიდან აიკრძალა რუსეთში.

XS
SM
MD
LG