Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ 72 მანდატი მოიპოვა საპარლამენტო არჩევნებში


აზერბაიჯანის მმართველმა პარტია „იენი აზერბაიჯანმა“ („ახალი აზერბაიჯანი“) განაცხადა, რომ, სულ მცირე, 72 მანდატი მოიპოვა 9 თებერვლის საპარლამენტო არჩევნებში.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ალი აჰმედოვმა 12 თებერვალს ფეისბუკში დაწერა, რომ ეს წინასწარი შედეგებია და რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ჯერ განაგრძობს ხმების დათვლას.

გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ 70 ადგილი მოიპოვა 125-ადგილიან ერთპალატიან საკანონმდებლო ორგანოში, თითქმის ყველა დანარჩენი მანდატი კი წილად ხვდათ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ლოიალურ პატარა პარტიებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნებისას ადგილი ჰქონდა ფართო მასშტაბის დარღვევებს, მათ შორის, საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების მასობრივ ჩაყრას.

11 თებერვალს ბაქოში პოლიციამ 20-ზე მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი და დამოუკიდებელი კანდიდატი დააპატიმრა. ისინი კენჭისყრის შედეგებს აპროტესტებდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ.

XS
SM
MD
LG