Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იმყოფება გერმანიის ქალაქ მიუნხენში, სადაც დღეს, 14 თებერვალს იწყება უსაფრთხოების 56-ე კონფერენცია. საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ თავდაცვის, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრები - ირაკლი ღარიბაშვილი, დავით ზალკალიანი და თეა წულუკიანი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარია უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება და მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ვისთან გაიმართება შეხვედრები, პრესსამსახური ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება 500-ზე მეტი წარმომადგენელი მსოფლიოს 40-მდე ქვეყნიდან - ხელისუფლების პირველი პირები, პოლიტიკური ლიდერები, ექსპერტები, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მიუნხენის ყოველწლიურ კონფერენციაზე ტრადიციულად განიხილება მსოფლიო პოლიტიკის და უსაფრთხოების ყველაზე აქტუალური საკითხები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG