Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანი გერმანიაში შეხვდა მერკელს და გადაიღო "სელფი" ბერლინის კედლის ფონზე


სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, გერმანიაში შეხვდა კანცლერ ანგელა მერკელს, რომელიც, გავრცელებული ცნობით, სტუმარს დაჰპირდა მხარდაჭერის გაგრძელებას დემოკრატიული რეფორმების უფრო ეფექტიანი განვითარებისთვის.

ფაშინიანმა შეხვედრაზე თქვა, რომ სომხეთი დაინტერესებულია თავის ბაზარზე გერმანული ბიზნესისა და კაპიტალის სხვადასხვა საინვესტიციო პროექტში მონაწილეობით.

სომხეთის პრემიერმა, ბერლინში ყოფნისას, "სელფი" გადაიღო ბერლინის კედელთან, დმიტრი ვრუბელის ცნობილი გრაფიტის - „ღმერთო, დამეხმარე, რომ გადავურჩე ამ სასიკვდილო კოცნას!“, ანუ სსრკ-ის ცკ-ის გენერალურ მდივან ლეონიდ ბრეჟნევისა და გდრ-ის ხელმძღვანელ ერიკ ჰონეკერის „ძმური კოცნის“ ფონზე.

ცნობილია, რომ სომხეთის ლიდერს უყვარს "სელფების" გადაღება. მის კოლექციაში არის მაკრონთან, მერკელთან, ტრიუდოსთან, მიშუსტინსა და ყოველთა სომეხთა კათალიკოსთან გადაღებული ფოტოები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG