Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატორები კიევში ზელენსკის შეხვდნენ და ორპარტიული მხარდაჭერა აღუთქვეს


უკრაინაში ჩავიდა აშშ-ის სამი სენატორი, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად და ორ ქვეყანას შორის კავშირებისთვის ორპარტიული მხარდაჭერის გამოსაცხადებლად, მიუხედავად აშშ-ში იმპიჩმენტის პროცესისა, რომელმაც კიევი დამუხტული პოლიტიკური ვითარების ცენტრში მოაქცია.

"ამერიკის პოლიტიკაში ეს-ესაა დავასრულეთ ძალიან რთული მომენტი", - უთხრა დემოკრატმა კრის მერფიმ ჟურნალისტებს 14 თებერვალს, შეხვედრის დასრულების შემდეგ და დასძინა: "ჩვენ სამნი სხვადასხვა პარტიიდან ვართ. იმპიჩმენტის საქმეზე ხმები განსხვავებულად მივეცით", იგულისხმა რა დელეგაციის კიდევ ორი წევრი, რესპუბლიკელები რონ ჯონსონი და ჯონ ბარასო. "მაგრამ აქ ერთად ვართ საიმისოდ, რომ ჩვენ შორის, კონგრესში რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის განსხვავება არ არსებობს უკრაინის მხარდაჭერასთან, მისი თავდაცვისუნარიანობისთვის დაფინანსების გამოყოფასა და რეფორმების მხარდაჭერასთან მიმართებით", - დასძინა მერფიმ.

18 იანვარს წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა გადაწყვიტეს, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი ოფიციალური უფლებამოსილება გამოიყენა უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლის მოსახდენად საიმისოდ, რომ ის "ჩარეულიყო აშშ-ის არჩევნებში, მისი პერსონალური პოლიტიკური სარგებლისთვის და შემდეგ შეეცადა ეს სქემა დაემალა, მისი არასწორი ქცევის გამოძიებაში კონგრესისითვის ხელის შეშლით". დემოკრატები ტრამპს ბრალს სდებდნენ კიევზე ზეწოლის განხორციელებაში კონგრესის მიერ დამტკიცებული დახმარების და თეთრ სახლში სასურველი ვიზიტის შეჩერებით, იმ მიზნით, რომ უკრაინაში დაწყებულიყო გამოძიება მისი პოლიტიკური მეტოქეების გარშემო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG