Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბული მოელის, რომ ძალადობის შემცირებას თალიბები ხუთი დღის შემდეგ დაიწყებენ

აბდულა აბდულა
აბდულა აბდულა

ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ძალადობის შემცირება, რაზეც თალიბები და აშშ შეთანხმდნენ, ხუთი დღის შემდეგ დაიწყება.

ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, ავღანეთის უმაღლესმა აღმასრულებელმა, აბდულა აბდულამ, მინისტრებს უთხრა, რომ თალიბები ერთკვირიანი ძალადობის შემცირებაზე წინა კვირაში ამერიკულ მხარესთან შეთანხმდნენ, რასაც თებერვლის ბოლოს უნდა მოჰყვეს აშშ-თან საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა.

ყატარში არსებული თალიბების ოფისის წარმომადგენელმა, სუჰაილ შაჰინმა, 17 თებერვალს განაცხადა, რომ მოლაპარაკება გრძელდება და შეთანხმებას თვის ბოლოს მოეწერება ხელი.
„ავღანეთი უნდა დატოვოს ყველა უცხო ძალამ. არავის მივცემთ უფლებას, რომ ავღანეთის ტერიტორია გამოიყენოს სხვა ქვეყანაზე თავდასხმის განსახორციელებლად“, - განაცხადა თალიბანის წარმომადგენელმა შესაძლო შეთანხმების კომენტირებისას.

შეთანხმების თანახმად, საპატიმროდან გათავისუფლდება 5000-მდე თალიბი, რაც, შაჰინის თქმით, წინ უნდა უძღოდეს შიდაავღანური დიალოგის დაწყებას.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე მისცა წინასწარი თანხმობა სამშვიდობო შეთანხმებაზე.

XS
SM
MD
LG